მიწოდების პირობები

მიწოდების პირობები

პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს კომპანია სეიფთიშოფის მიწოდების საკურიერო სამსახური.

მიწოდების საფასური შეადგენს 5 ლარს.

პროდუქციის მიწოდება ხდება თანხის გადახდის დადასტურებიდან 1-2 კალენდარულ დღეში მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე ქალაქ თბილისის ფარგლებში, ხოლო 3-4 კალენდარულ დღეში ქალაქ თბილისის გარეთ მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

მომხმარებელი პროდუქტის შეძენით ავტომატურად ეთანხმება კომპანიის მიერ წარმოდგენილ მიწოდების წესებსა და პირობებს, რაც არის განსაზღვრული კომპანიის მიერ და განთავსებულია საიტზე.

მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება ჩაბარების დოკუმენტს.

მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით მყიდველი ადასტურებს ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.

მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველს უფლება არ აქვს მოითხოვოს აღნიშნული ნივთის დაბრუნება, შესაბამისად მისი პრეტენზიები არ მიიღება გარდა იმ შემთხვევისა თუ მყიდველმა აღმოაჩინა ქარხნული წუნი რასაც კომპანიის წარმომადგენელიც დაადასტურებს.