წესები და პირობები

ვებ გვერდის წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს.
საიტის მოხმარებისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

1. ზოგადი პირობები

1.1.   ხელშეკრულება ძალაში შევა საიტის მოხმარების მომენტიდან.
1.2.   საიტით სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ პირობები;
1.3.  “სეიფთიშოფი” უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.4.   თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;


2. მომხმარებლის
 განცხადებები და გარანტიები

2.1.  სეიფთიშოფი მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ იძლევით გარანტიას, რომ:
2.1.1.  იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
2.1.2.   სეიფთიშოფისთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
2.1.3.  სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა თქვენს აქტივობაზე.
2.1.4.  სეფითიშოფის მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;
2.1.5.  პასუხისმგებლობას იღებთ ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებსა და ოპერაციებზე.
2.1.6.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ სეიფთიშოფის  უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

3. მომსახურების პირობები

3.1. მომხმარებელი ვალდებულია, მოგვაწოდოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია მონაცემების შევსებისას.
3.2.  სეიფთიშოფის მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ შეავსოთ გადახდის დეტალების ფორმა


4. 
მომხმარებლის ანგარიშის გახსნა

4.1.  ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ გადახდის დეტალების ფორმა.
4.2.  გადახდის დეტალების ფორმის შევსების პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი.
4.3.   სეიფთიშოფი თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს გადახდის დეტალების ფორმაში მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;

5. პროდუქტის შეძენა

5.1.   პროდუქტის შეძენა, შესაძლებელია,  მხოლოდ გადახდის დეტალების ფორმის შევსების შემდეგ.
5.2.   პროდუქტის ღირებულებას თუ ის აღემატება 100 ლარს დაემატება საკურიერო მომსახურების ღირებულება;
5.3.   თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმების ღირებულების ანაზღაურებით.
5.4.  შეკვეთის პროცესის დასრულებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მიწოდების პირობებსა და დაბრუნების პოლიტიკას

6. არასრულწლოვანი პირები

6.1   ვებგვერდის სერვისი არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
6.2   ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს წვდომა და შევამოწმოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

7. 
მხარეთა პასუხიმგებლობა

7.1.  სეიფთიშოფი პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა კურიერისთვის პროდუქტის გადაცემამდე ან მიმღების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ;
7.2.  სეიფთიშოფი პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ;
7.3.  სეიფთიშოფი  პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;